საერთაშორისო კოალიციის ძალებმა სირიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს
- მსოფლიო
- 19.06.2017
- 10:34
საერთაშორისო კოალიციის ძალებმა აშშ-ის ხელმძღვანელობით, სირიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ სირიის მთავრობაში აცხადებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი რაქის პროვინციაში ქალაქ ეს-საურთან მოხდა.
დამასკოს ცნობით, თვითმფრინავი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლო დავალებას ასრულებდა.
ამერიკელი სამხედროების მტკიცებით, კი სირიის სამხედრო თვითმფრინავმა ბომბები ამბოხებულების ქვედანაყოფების სიახლოვეს ჩაყარა, რის შედეგადაც ის ამერიკის სამხედრო ავიაციამ ჩამოაგდო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200