ძლიერი სიცხის გამო ესპანეთში 2 ადამიანი გარდაიცვალა
- მსოფლიო
- 19.06.2017
- 15:27
პირინეის ნახევარკუნძულზე უჩველო სიცხე ორი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა.
ესპანეთის 50-დან 22 პროვინციაში მაღალი ტემპერატურა დღესაც ნარჩუნდება.
წინასწარი მონაცემებით ლა-სარსას მუნიციპალიტეტში 76 წლის მცხოვრები მზის დარტყმამ იმსხვერპლა, მას გული გაუჩერდა.
66 წლის ველოსიპედისტი კი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მურას მუნიციპალიტეტის ტრასაზე გადაადგილდებოდა.
მხოლოდ კატალონიაში საავადმყოფეობს 147-მა პაციენტმა მიაკითხა. ისინი მაღალი ტემპერატურის გამო თავს შეუძლოდ გრძნობდნენ. გასულ შაბათ-კვირას მადრიდში ტემპერტურამ 40 გრადუსს გადააჭარბა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200