png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

NGO-ები საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ფართო განხილვას ითხოვენ

  • საზოგადოება
  • 19.06.2017
  • 17:50
 NGO-ები საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ფართო განხილვას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ფართო განხილვას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით, NGO-ები განცხადებას ავრცელებენ:

,,მიმდინარე წლის 17 ივნისს, საქართველოს პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე,[1]ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი აპირებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების უმოკლეს ვადაში ინიცირებას.

სამუშაო შეხვედრა, ისევე როგორც საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის პროცესი, მიუხედავად არა ერთი მოთხოვნისა, დაინტერესებული საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტების დიდი ნაწილის მონაწილეობის გარეშე წარიმართა.  შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა მაუწყებლის მენეჯმენტის დიდი ნაწილი, მაგრამ არ იყო ჩართული სამეურვეო საბჭოს არც ერთი წარმომადგენელი. ამასთან, განხილული ცვლილებების ინიცირება პარლამენტის კომიტეტში  დეკლარირებულ ვადაზე უფრო სწრაფად, 20 ივნისს  იგეგმება.

წარმოდგენილი პროექტით დაგეგმილი ცვლილებები, არსებითად აუარესებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტს, ზრდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის უფლებამოსილებას, ასუსტებს სამეურვეო საბჭოს, აჩენს კორუფციული გარიგებების რისკს, ასუსტებს მაუწყებელში დასაქმებულ პირთა დაცვის მექანიზმებს.

შემოთავაზებული ცვლილებები აკნინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც საჯარო სიკეთის, როლს. მათი დაკანონების შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი  დაკარგავს თავის პირველად მისიას და იქცევა კომერციულ, საზოგადოებრივი კონტროლისაგან თავისუფალ ტელევიზიად.

მიგვაჩნია, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები  საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესის ნაწილია. ვგულისხმობთ, მენეჯმენტის მიერ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გადაცემების დახურვას და საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური სივრცის მხოლოდ შიდა რესურსით მართვის გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ:

შეჩერდეს კანონპროექტის გადაუდებელი ინიცირება პარლამენტში;

  • დაუყოვნებლივ შეიქმნას ფართო და მონაწილეობითი სამუშაო ჯგუფი, კანონპროექტით დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორთა ასოციაცია

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge