თავდამსხმელებმა პოლიციელები დახოცეს
- მსოფლიო
- 20.06.2017
- 11:10
სულ მცირე ოთხი პოლიციელი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა მექსიკის ჰერეროს შტატში მომხდარი თავდასხმისას.
პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებზე იერიში პატრულირების დროს სან-მიგელ-ტოტოლაპანის რაიონში მიიტანეს.
ჰერეროს შტატი ერთ-ერთი სახიფათო ადგილია მექსიკაში. რაც გამოწვეულია სამხედრო დაჯგუფებების კონტროლით აშშ-ში ნარკოტიკების ტრანზიტზე.
სწორედ ამ შტატში 2014 წლის სექტემბერში დაიკარგა 43 სტუდენტი, რომლებიც პოლიციამ გაიტაცა და დანაშაულებრივ დაჯგუფებებს გადასცა, მოგვიანებით ყველა მათგანი მოკლული იპოვეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200