თბილისში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა
- საზოგადოება
- 20.06.2017
- 13:52
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სამშენებლო ობიექტის მესამე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მუშა იყო.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მომხდარზე შეტყობინება, დაახლოებით საათნახევრის წინ შევიდა.
ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200