ლონდონის ხანძრის შედეგად დაზარალებულები კომპენსაციებს იღებენ
- მსოფლიო
- 20.06.2017
- 17:08
ლონდონის ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები სოლიდურ კომპენსაციებს მიიღებენ. მათ დასახმარებლად საგანგებო ფონდიდან 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოიყო.
დაზარალებულებზე უკვე გაიცა 200 ათას გირვანქა სტერლინგი. თანხა 180-მა ოჯახმა მიიღო.
მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ლონდონში გასულ კვირას დაიწვა, რასაც ბოლო მონაცემებით, 79 ადამიანი ემსხვერპლა.
17 დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200