primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ვინ და რა პრინციპით გაიმარჯვა წლის სიმღერის ფესტივალზე „ოქროს ტალღა“?

  • კულტურა
  • 21.06.2017
  • 15:04
ვინ და რა პრინციპით გაიმარჯვა წლის სიმღერის ფესტივალზე „ოქროს ტალღა“?

მთაწმინდის პარკში წლის სიმღერის დაჯილდოვების ცერემონია „ოქროს ტალღა“ გაიმართა. წელს კონკურსი მეოთხედ ჩატარდა. ორგანიზატორი რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ იუბილარია და ამიტომ „ოქროს ტალღა“-2017  განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩეოდა.

ბოლო ორი წელია ღონისძიება ჰოლდინგის მუსიკალურ წამყვანებს ნია მოძმანაშვილს და ნიკა კაციას მიჰყავთ,  რაც შეეხება ღონისძიების მუსიკალურ ნაწილს, ძირითადი დატვირთვა ჯგუფზე „რეზო და ბავშვები“ მოდიოდა, მაგალითად ლელა წურწუმიას და დათო ხუჯაძეს მათ გაუწიეს მუსიკალური თანხლება.

ხუჯაძემ საერთოდაც ჯგუფის სოლისტის, რეზო ბლიაძის დაწერილი  სიმღერა შეასრულა. ნოდიკო ტატიშვილმა ცოცხლად დავით მაზანაშვილთან ერთად იმღერა, გიო ხუციშვილმა საკუთარ ბენდთან „გიო+“ წევრებთან ერთად, ეს ყველაფერი მანამ სცენაზე ღონისძიების საპატიო სტუმარი, MOJO-ს სოლისტი იან დესტალი ავიდოდა.

რაც შეეხება კონკურსს, წელს საუკეთესოს 125 სიმღერიდან ირჩევდნენ. ამ 125-დან ჟიურიმ რამოდენიმე სხვადასხვა ნომინაციაში გადაანაწილა. რაც შეეხება ხალხის რჩეულს ის  „ოქროს ტალღის“ საიტზე მიცემული ხმების დაჯამებით გამოვლინდა, ჰოლდინგის ოთხივე რადიოსადგურმა და ტელეკომპანია „მიუზიკბოქსმა“ კი საკუთარი რჩეულები დაასახელა.

ჟიური წევრებად „ფორტუნას“ ჰოლდინგის მიერ ორგანიზებულ წლის სიმღერის კონკურსზე მერაბ სეფაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ქათამაძე, მაცაცო სებისკვერაძე, ზაზა შენგელია, ხატია შამუგია, დათო ფორჩხიძე, გიორგი უშიკიშვილი, ვაჟა დურგლიშვილი და ვალერი მელაძე მოგვევლინენ. ძირითადად ისინი იყვნენ დამჯილდოვებლებეს შორის, მაგალითად: ხატია შამუგიამ წლის დუეტი გამოავლინა, დებიუტი ვალერი მელაძემ, ვაჟა დურგლიშვილმა თეონა ჯორბენაძე დააჯილდოვა, რაჭველმა მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „სახეს“ კუთვნილი პრიზი ხუჯაძეს გადასცა, ეპოქის შექმნისთვის ‘ოქროს ტალღაზე“ ალექსანდრე ბასილაიას შემოქმედება გამოარჩიეს. თუმცა ყველა დამჯილდოვებელი ჟიურის წევრი არ იყო, მაგალითად წლის მომღერალი მამაკაცი თავად არაჩვეულებრივმა მომღერალმა,ოთო ნემსაძემ გამოავლინა.

რაც შეეხებათ გამარჯვებულებს, სრული სია ასეთია:

წლის სიმღერა: სტეფანე – „დამიბრუნდი“ (კომპოზიტორი: ავთო ბადუაშვილი / ტექსტი: სტეფანე მღებრიშვილი)

წლის საუკეთესო მომღერალი ქალი: სოფო ნიჟარაძე – „მაპატიე“ (კომპოზიტორი: რუსა მორჩილაძე / ტექსტი: ირინა სანიკიძე და დავით დოიაშვილი)

წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი: ნოდიკო ტატიშვილი – „ფერადი დღე“ (კომპოზიტორი: მაიკო კაჭკაჭიშვილი / ტექსტი: მანანა გურგენიძე)

წლის საუკეთესო ჯგუფი/ანსამბლი: „ქართული ხმების კვარტეტი“ – „მეორე ლეგენდა“ (კომპოზიტორი: ნუნუ გაბუნია /ტექსტი: ავთანდილ გელოვანი)

ინტერნეტრჩეული: გია დავითიანი – „ლეგენდა სიყვარულზე“ (კომპოზიტორი მანანა იმედაძე, ტექსტი: გურამ გორდეზიანი)

წლის დებიუტი: ეკუნა – „What U Want“ (კომპოზიტორი და ტექსტი: ეკუნა)

წლის  რიმეიქი: New One – Artificial love (კომპოზიტორი და ტექსტი: სერგი გვარჯალაძე, ბაკუნა ნოზაძე/ Genetic Code)

წლის დუეტი: ლაშა ღლონტი და ქეთი ფარესაშვილი – „ოქროყანის აღმართი“ (კომპოზიტორი: კონსტანტინე პევზნერი / ტექსტი: პეტრე გრუზინსკი)

წლის საუკეთესო ქალაქური სიმღერა: ანსამბლი „შვიდკაცა“ და დათო გომართელი – „ერთ რამეს გეტყვი“ (კომპოზიტორი: ნათია ზეინკლიშვილი / ტექსტი: მანანა სიამაშვილი)

პრიზი მუსიკის პოპულარიზაციისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ: ნინო ქათამაძე

მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი: ჯგუფი „სახე“

კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და პროდიუსინგი: თეონა ჯორბენაძე

რადიო „ფორტუნას“ რჩეული: სტეფანე – „დამიბრუნდი“(კომპოზიტორი: ავთო ბადუაშვილი / ტექსტი: სტეფანე მღებრიშვილი)

რადიო „ფორტუნა პლუსის“ რჩეული: „რეზო და ბავშვები“ – „ველოსიპედი“(კომპოზიტორი და ტექსტი: რეზო ბლიაძე)

რადიო „არ დაიდარდოს“ რჩეული:  სოფო ბედია – „გელოდი“ (კომპოზიტორი და ტექსტი: ლეილა ლეგაშვილი)

„ავტორადიოს“ რჩეული: New One – Artificial Love (კომპოზიტორი და ტექსტი: სერგი გვარჯალაძე, ბაკუნა ნოზაძე/ Genetic Code)

ტელეკომპანია Music Box-ის რჩეული: მასტერი – „დამსინა“ (კომპოზიტორი და ტექსტი: მასტერი)

 

"პრაიმნიუსჯორჯია" ულოცავს რადიოჰოლდინგ "ფორტუნას" 20 წლის იუბილეს და ლიდერობას უსურვებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge