png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას აკეთებს

  • სამართალი
  • 06.11.2015
  • 11:15
საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას აკეთებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს საქართველოს პარლამენტის  ვიცე-სპიკერის,  ქალბატონი მანანა კობახიძის მიერ 2015 წლის 5 ნოემბერს  სხვადასხვა მედიასაშუალებებში გაკეთებულ  შეფასებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე  „ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“  წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვან, პრეცედენტულ გადაწყვეტილებას. ასევე აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა აღნიშნული გადაწყვეტილება და მისი ციტირება მოახდინა 2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში  საქმეზე „კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

საქმე - „ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის  წინააღმდეგ“, სადაც ქალბატონი მანანა იყო მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანისა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობა ჰქონდა და აქვს ნებისმიერ პირს, მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ თანამდებობის მიუხედავად.

გარდა ამისა, ქალბატონი მანანას ყურადღება გვინდა მივაპყროთ შემდეგ გარემოებებს:             

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  2015 წლის 5 ნოემბრის განცხადებაში აღინიშნა, რომ საქმის „ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის  წინააღმდეგ“ არსებითი განხილვიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე სასამართლოს დასჭირდა დახლოებით 15 დღე, რაც მიანიშნებდა საქმის  განხილვისა და გადაწყვეტის  შემჭიდროებულ ვადებზე.  აღნიშნული საქმის განხილვა დასრულდა 2006 წლის 29 ნოემბერს, ხოლო გადაწყვეტილება გამოცხადდა ამავე წლის 15 დეკემბერს. გარდა ამისა, აღნიშნულ საქმეზე  კონსტიტუციური სარჩელის შეტანის თარიღთან (2006 წლის 30 ივლისი) დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია ა

იყო უფლებამოსილი, განეხილა კონსტიტუციური სარჩელი, ვინაიდან კოლეგიის ოთხი მოსამართლიდან ორის უფლებამოსილება ამ მომენტისათვის არ იყო დაწყებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს ყველა დიანტერესებულ პირს, ყურადღებით გაეცნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებებს და თავი შეიკავოს არაზუსტი და შეურაცხმყოფელი შეფასებების გაკეთებისგან, რაც იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge