png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

გომარეთი-ჭოჭიანის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იგეგმება

  • საზოგადოება
  • 22.06.2017
  • 11:00
გომარეთი-ჭოჭიანის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იგეგმება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადგილობრივი მნიშვნელობის გომარეთი-ჭოჭიანის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება დიდი დმანისი-დმანისი-გომარეთი-ბედიანის საავტომობილო გზაზე სოფელ გომარეთთან და უერთდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზას.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მონაკვეთს 30 წელზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია. საავტომობილო გზის მონაკვეთი (სავარაუდო სიგრძე 7კმ) ამორტიზირებულია და ფერხდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხრეშოვანი საფარი ძლიერ დაზიანებულია. დღესდღეობით არსებულ გზაზე მხოლოდ მაღალი განვლადობის ავტოტრანსპორტს შეუძლია გადაადგილება. რეაბილიტაციის შემდეგ აღნიშნულ გზაზე შესაძლებელი იქნება ნებისმიერი  ავტოტრანსპორტით მოძრაობა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი წარმოადგენს უმოკლეს გზას დმანისის და წალკის მუნიციპალიტეტის ერთმანეთთან დასაკავშირებლად. გადაადგილების მანძილი მცირდება დაახლოებით 20 კმ-ით.

მიმდინარე წელს აღნიშნული მიმართულებით დაიწყება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

გზის რეაბილიტაციის შედეგად, გაუმჯობესდება გზის საექსპლუატაციო მაჩვენებლები. უზრუნველყოფილი იქნება ავტოტრანსპორტის შეუფერხებლად და კომფორტულად გადაადგილება. ასევე, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საშუალება ექნება კომფორტული და განახლებული  გზით ისარგებლონ.

რეაბილიტირებული გზა, ხელს შუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ზრდას.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge