png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

სოფო კილაძე გაეროში სიტყვით გამოვიდა

  • პოლიტიკა
  • 22.06.2017
  • 14:19
სოფო კილაძე გაეროში სიტყვით გამოვიდა

 

სოფო კილაძემ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 35-ე სესიის ღონისძიებაზე მოხსენება გააკეთა. ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თავის სიტყვაშიშეეხო პარლამენტის როლს საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების საკითხში, განსაკუთრებით, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის, როგორც გაეროსერთ-ერთ ინსტრუმენტთან დაკავშირებით.

სოფო კილაძემ ისაუბრა 2016 წელს განხორციელებულ იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომელთა საფუძველზე საქართველოს პარლამენტს შეუძლია საპარლამენტო კონტროლი განახორციელოს,მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის სხვადასხვა ინსტრუმენტებთან მიმართებით აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებზე.

ის თავის მოხსენებაში შეეხო, ასევე, 2017 წელს ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გამართულ მოსმენებს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შუალედურანგარიშზე, ასევე, ბავშვთა უფლებების კონვენციის ოქმების შესახებ ანგარიშთან მიმართებით, გაეროს შშმ პირთა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მოხსენებაში აღინიშნა პარლამენტის დიდი ძალისხმევა და შესაბამისი ღონისძიებები გენდერული თანასწორობის საკითხებთან მიმართებით. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქოინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე შეეხო არასამთავრობო სექტორისა და შესაბამისი ექსპერტების ჩართულობის როლსა და მნიშვნელობას კომიტეტის საქმიანობაში.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართა საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლის, შალვა ცისკარაშვილის ძალისხმევით.

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, სოფო კილაძე შეხვდა, ასევე, UNICEF-ის პოლიტიკისა და დაგეგმვის პროგრამის უფროსს, ფაბიო საბატინის. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებებისახალი კოდექსის შემუშავებაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივაა. UNICEF-ის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ამ ინიციატივისმნიშვნელობას და გამოხატა მხარდაჭერა ბავშვთა კოდექსის შემუშავებასთან მიმართებით ექსპერტული დახმარების თუ სხვა მიმართულებებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge