აშშ-ის ტროპიკული შტორმი „სინდი“ მიუახლოვდა
- მსოფლიო
- 22.06.2017
- 14:37
ტროპიკულმა შტორმმა „სინდი“ აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებს მიაღწია.
მეტეოროლოგების თქმით, „სინდი“ საფრთხეს 17 მლნ ამერიკელს შეუქმნის.
ამჟამად ციკლონი ლუზიანას შტატში მდებარეობს, ის საათში 20 კმ-ით მოძრაობს, თუმცა სპეციალისტების თქმით, მისი სიჩქარე საათში 65 კმ-ს მიაღწევს.
შტორმმა ხვალ დილით შესაძლოა არკანზასის შტატს მიაღწიოს, რის შემდეგაც ტენესისა და კენტუკის შტატების მიმართულებით იმოძრავებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200