თბილისი-თელეთის გზატკეცილზე ავტობუსი ამობრუნდა - არიან დაშავებულები
- საზოგადოება
- 25.06.2017
- 12:42
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი-თელეთის გზატკეცილზე.
მოსკოვი-ერევანის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200