ნიკოლოზ რაჭველი Unicef-ის ელჩი გახდა
- საზოგადოება
- 26.06.2017
- 13:57
ნიკოლოზ რაჭველი გაერო-ს ბავშვთა ფონდის (Unicef) ელჩი გახდა. ქართველი კომპოზიტორი და დირიჟორიUnicef-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის და ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ კამპანიებში დაეხმარება.
ნიკოლოზ რაჭველი Unicef-თან 2014 წლიდან თანამშრომლობს - კონცერტებით და საჯარო გამოსვლებით მხარს უჭერს კამპანიას "დაინახე ყველა ფერი", რომლის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების სტიგმის აღმოფხვრაა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200