png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

თეა წულუკიანმა ყაზახეთის დელეგაციას იუსტიციის სამინისტროს რეფორმები გააცნო

  • პოლიტიკა
  • 27.06.2017
  • 14:14
თეა წულუკიანმა ყაზახეთის დელეგაციას იუსტიციის სამინისტროს რეფორმები გააცნო

თეა წულუკიანმა ყაზახეთის დელეგაციას იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული ანტიკორუფციული და სასამართლო რეფორმები გააცნო. იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის ოთხივე მოადგილე ესწრებოდა. ყაზახეთის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე; საკონსტიტუციო საბჭოს, უზენაესი სასამართლოს, საჯარო სამსახურისა და კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს თავმჯდომარეები, ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მთავარი პროკურორისა და შს მინისტრის მოადგილეები. 

თეა წულუკიანი სტუმრებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განნხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა. მან დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, პროკურატურისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმების შესახებ, გააცნო მოწმეთა გამოკითხვის ახალი წესი. 

იუსტიციის მინისტრმა დელეგაციის წევრებს საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა, რომლებიც მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროში მომზადდა და დღეისათვის უკვე ფუნქციონირებს. 

ყაზახეთის დელეგაცია იმ საქმიანობასაც გაეცნო, რასაც იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით ახორციელებს − იუსტიციის მინისტრი სტუმრებს იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების ფუნქციები და მუშაობის სპეციფიკის შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები, რომლებიც ანტიკორუფციული, კიბერუსაფრთხოებისა და ტრეფიკინგის პრევენციის მიმართულებით განხორციელდა. 

წარმატებული რეფორმების შედეგად შედეგად

Ø 2016 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 4 პოზიციით გააუმჯობესა მონაცემები და ის მსოფლიოს 176 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა; ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რამდენიმე წელია, სტაბილურად ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს;
Ø 2016 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო 0,65 ქულით პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. რეგიონის 13 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ადგილზეა შემდეგ ფაქტორებში: კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები, ფუნდამენტური უფლებები, აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების) და სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება; 
Ø 2016 წლის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში ჩვენი ქვეყანა მე-8 ადგილზეა, რაც ადასტურებს, რომ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო აღიარებულია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული და უსაფრთხო ქვეყანა.

ყაზახეთის დელეგაცია საქართველოს დღეს ეწვია. ვიზიტის მიზანი მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის სისტემაში გატარებული რეფორმების გაცნობაა. დღესვე უზენაეს სასამარლოში კონფერენცია გაიმართა, რომლის გახსნას იუსტიციის მინისტრი დაესწრო. კონფერენციის ფარგლებში ყაზახი სტუმრები რეფორმების სფეროში ქართველი კოლეგების გამოცდილებას გაეცნენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge