ორსული სერენა უილიამსი გაშიშვლდა
- მსოფლიო
- 28.06.2017
- 11:17
ორსული სერენა უილიამსი ჟურნალ Vanity Fair-ის აგვისტოს ნომრისთვის გაშიშვლდა. ფოტოსურათის ავტორი ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი ანი ლეიბოვიცია.
2016 წლის ბოლოს ცნობილი გახდა უილიამსისა და ბიზნესმენის, საიტ Reddit-ის თანადამფუძნებლის ალექსის ოგანიანის ნიშნობის შესახებ.
მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავმა ორსულობის შესახებ იანვარში ავტსრალიის ღია ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყო.
ამის მიუხედავად, სერენა ავსტრალიაში მაინც გაემგზავრა და თავისი მორიგი 23-ე ტურნირი მოიგო.
ბიზნესმენმა სერენას ხელი გასული წლის დეკემბერში სთხოვა.
შემოდგომაზე ბავშვის გაჩენის შემდეგ ის პროფესიულ ჩოგბურთს მომავალი წლის იანვრიდან დაუბრუნდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200