უკრაინელებმა რუსი სამხედრო დაატყვევეს
- მსოფლიო
- 28.06.2017
- 14:05
უკრაინელებმა რუსი სამხედრო მოსამსახურე დაატყვევეს. ამის შესახებ რადიოსადგური „ეხო მასკვი“ იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის მზვერავი ვიქტორ აგეევი ტყვედ ლუგანსკში აიყვანეს. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ ის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მსახურობდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას არ ადასტურებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200