png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

თბილისის მერია, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, დროებით მარშრუტს დააწესებს

  • საზოგადოება
  • 29.06.2017
  • 10:24
 თბილისის მერია, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, დროებით მარშრუტს დააწესებს

თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით 3-დან 27 ივლისის ჩათვლით 4 სპეციალურ დროებით მარშრუტს დააწესებს.  მერიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ავტობუსები მგზავრებს სტანდარტული ტარიფით - 50 თეთრად მოემსახურებიან. დროებით მარშრუტებზე მუნიციპალური ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს:

 

  • მეტრო „ახმეტელის თეატრი“ - 175-ე საჯარო სკოლა. მოძრაობას დაიწყებს გობრონიძის ქუჩიდან, მოუხვევს დუმბაძის გამზირზე და მგზავრებს მუხიანის მე-3 მ/რ-ში 175-ე საჯარო სკოლასთან მიიყვანს. ავტობუსი უკუმიმართულებითაც იგივე მარშრუტს გაივლის.

 

  • მეტრო „ახმეტელის თეატრი“ – 39, 173 და 177-ე საჯარო სკოლები. მოძრაობას დაიწყებს ხიზანიშვილის ქუჩიდან, მარჯვნივ შეუხვევს ნანეიშვილის ქუჩაზე,  გაივლის 39-ე და 173-ე საჯარო სკოლებს და კეცხოველის ქუჩით 177-ე საჯარო სკოლასთან მივა. ავტობუსი მეტრო „ახმეტელთან“ ნანეიშვილისა და ბოჭორიშვილის ქუჩების გავლით დაბრუნდება.  

 

  • მეტრო „ვარკეთილი“ – 117-ე საჯარო სკოლა. ავტობუსი გაივლის ჯავახეთის ქუჩას, მობრუნდება „ვარკეთილის ხიდებამდე“, მარჯვნივ შეუხვევს შუამთის ქუჩაზე და მოძრობას 117-ე საჯარო სკოლასთან დაასრულებს. უკუმიმართულებით კი, შუამთის, კალოუბნისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით კვლავ მეტრო „ვარკეთილთან“ დაბრუნდება.

 

  • მეტრო „სამგორის“ ზედა გასასვლელი - 103-ე საჯარო სკოლა. მოძრაობას მეტრო „სამგორის“ მიმდებარედ კახეთის გზატკეცილიდან დაიწყებს, შეუხვევს კაკაბეთის ქუჩაზე და მგზავრებს ყვარლის მოედანზე 103-ე საჯარო სკოლასთან მიიყვანს. უკუმიმართულებით ავტობუსი კაკაბეთისა და რამიშვილის ქუჩების გავლით კახეთის გზატკეცილზე დაბრუნდება და მოძრაობას მეტრო „სამგორის“ ზედა გასასვლელთან დაასრულებს.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge