ერაყის არმიამ მოსულის ცენტრიდან „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები განდევნა
- მსოფლიო
- 29.06.2017
- 14:21
ერაყის სამთავრობო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები მოსულის ცენტრიდან განდევენს, სადაც რადიკალების მიერ განადგურებული მთავარი მეჩეთი მდებარეობდა.
გასულ კვირას ტერორისტებმა მოსულის მთავარი მეჩეთი ან-ნური დაანგრიეს, რომლის მიმართულებითაც სამხედროები მოძრაობდნენ. ამ მეჩეთიდან 2014 წლის ივლისში „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ დაპყრობილ ტერიტორიებზე „ხალიფატი“, თავის თავი კი მის ხელისუფლად გამოაცხადა.
ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰაიდერ ალ-აბადის თქმით, მეჩეთის აფეთქება „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან დამარცხების აღიარებას ნიშნავდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200