png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

გიორგი გახარია სომხეთის პრემიერ-მინისტრს კარენ კარაპეტიანს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 29.06.2017
  • 17:43
 გიორგი გახარია სომხეთის პრემიერ-მინისტრს კარენ კარაპეტიანს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ქვეყნის პრემიერ-მინისტრს კარენ კარაპეტიანს შეხვდა. გიორგი გახარიამ და კარენ კარაპეტიანმა საქართველო-სომხეთის ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და განიხილეს ის მნიშვნელოვანი გეგმები, რომლებიც ორი ქვეყნის მთავრობების ძალისხმევით სავაჭრო ბრუნვის, ტურიზმის, ექსპორტის გაზრდის, ერთობლივი საწარმოების შექმნისა და პროდუქციის მესამე ქვეყნებში ბაზრებზე წვდომის მიმართულებით მუშავდება. გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერ-მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო-სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არამხოლოდ ორმხრივი, არამედ რეგიონული და საერთაშორისო მიმართულებითაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორივე ქვეყნისთვის ძალიან საინტერესო საკითხებზე. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოსა და სომხეთს  შორის არ არსებობს რაიმე პოლიტიკური სირთულე, ძირითადი კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ ეკონომიკურ განვითარებაზე. შესაბამისად, დავსახეთ გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ წინსვლას, ჩვენი კომპანიების ურთიეთთანამშრომლობის გაძლიერებას, ვაჭრობის განვითარებას, ჩვენი კომპანიების მიერ საერთო წარმოებების შექმნას მესამე ბაზრებზე წვდომისთვის, ტურიზმის, ლოგისტიკური მიმართულებების, მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას და ა.შ.  რეალურად, ჩვენ ვქმნით უწყებათაშორის ურთიერთობის განვითარების ისეთ ინფრასტრუქტურას, რომელმაც კერძო ბიზნესს უნდა შეუქმნას საფუძველი, ურთიერთთანამშრომლობით გააღრმავონ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები და ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას“ - განაცხადა გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კარენ კარაპეტიანთან გამართულ შეხვედრას გიორგი გახარიასთან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge