სოფელ უჯარმასთან მეწყერი ჩამოწვა
- საზოგადოება
- 29.06.2017
- 20:32
სოფელ უჯარმის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა, ამის შესახებ ინფორმაციას imedinews ავრცელებს.
საგარეჯოს გამგებლის გია გზირიშვილის თქმით, ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა.
"გზაზე მცირე მეწყერი უხვი ნალექის შედეგად ჩამოწვა, თუმცა გზის გაწმენდა ოპერატიულად მოხდა და არსებული მონაკვეთი ავტომობილებისთვის თავისუფალია", - განაცხადა გია გზირიშვილმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200