აღმაშენებლის ხეივანში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
- საზოგადოება
- 30.06.2017
- 10:08
აღმაშენებლის ხეივანში ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ავრცელებს.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში აცხადებენ, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და ხანძრის ჩაქრობა მალევე შეძლეს.
მათივე ცნობით, დამწვარია მანქანის სალონი და პროდუქცია.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200