png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების სახელით, კახაბერ ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს

  • პოლიტიკა
  • 30.06.2017
  • 11:18
 საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების სახელით, კახაბერ ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარიდეპუტატების სახელით,  კახაბეროქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ვეხმაურებით ბოლო დღეებში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესებს და გვინდა განვაცხადოთ შემდეგი: ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, როგორიც არის კონსტიტუცია, სასურველია, პოლიტიკური ველის ყველა მონაწილეს შორის შედგეს საყოველთაო კონსენსუსი, რათა ერთობლივად დადგინდეს პოლიტიკური პროცესებისთვის მისაღები წესები. 

ამ განცხადებაში გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ საკონსტიტუციო ცვლილებების საარჩევნო ნაწილზე, უფრო ზუსტად - არჩევნების მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებზე. ჩვენ მრავალჯერ განვაცხადეთ, რომ მაჟორიტარული და შერეული, ისევე, როგორც პროპორციული სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული და ლეგიტიმური და ამაზე ბევრს აღარ ვისაუბრებთ.

დღეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ითხოვს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ჩვენ, მაჟორიტარები მზად აღმოვჩნდით კომპრომისისთვის, კონკრეტულად, დავთანხმდით პროპორციულ არჩევნებს ბონუსური სისტემის გათვალისწინებით. ასეთი სისტემა არ არის სრულყოფილი, მაგრამ ამცირებს მყიფე და არამდგრადი ცენტრალური ხელისუფლების შექმნის შესაძლებლობებს.

რადგან საქმე ეხება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ამ საკითხში, კონსენსუსის მთავარი მხარე ვართ ჩვენ – პოლიტიკოსები, ვინც მაჟორიტარული არჩევნების მომხრეა, მათ შორის, მოქმედი მაჟორიტარებიც და რაც მთავარია, ჩვენი ამომრჩეველი. მეორე მხარეს წარმოადგენენ პროპორციული სისტემის მომხრეები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა მაჟორიტარებმა, ჯამში მოვიპოვეთ 826 000 ხმა და სწორედ ამიტომ წარმოვადგენთ ამ კონსესუსის მთავარ მხარეს. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებიც ადასტურებს, რომ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას ემხრობა გამოკითხული მოსახლეობის 47%, ხოლო გაუქმებას – მხოლოდ 28%.

საქართველოს უახლესი ისტორია გვაჩვენებს, რომ ქვეყანაში ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა ძლიერი და შეკრული პოლიტიკური პარტიები. დღემდე არსებული პრაქტიკულად ყველა სახელისუფლებო პარტია არჩევნებში დამარცხების შემდეგ გაქრა ან მნიშვნელოვნად დასუსტდა. მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ საჭიროა დრო პარტიების სრულფასოვნად ჩამოსაყალიბებლად და გასაძლიერებლად. ამ მოსაზრებას საექსპერტო წრეებიც იზიარებენ. ვიმედოვნებთ, რომ ეს 2024 წლისთვის მოხდება და სწორედ ამიტომ დავთანხმდით, მიგვეცა დრო და შანსი ამ პროცესისათვის. თუმცა ჩვენ, მაჟორიტარები, მივიჩნევთ, რომ დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა არის უკეთესი - უფრო გამართული და გამართლებული ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის.

აქვე, მინდა საზოგადოების ყურადღება შევაჩერო მოლდოვაში მიმდინარე პროცესებზე. 2006 წელს, მოლდოვა საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობის პორპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა, რასაც სრულად ეთანხმებოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც. ამ ცვლილებების შედეგად, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ყალიბდებოდა მყიფე, სუსტი კოალიციური ცენტრალური ხელისუფლებები, რასაც თან ერთვოდა პილიტიკური სკანდალები და კრიზისები მმართველ კოალიციაში. ამ პროცესებმა მოლდოვაში გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაცია და მოსახლეობის უკიდურესი სიდუხჭირე. შედეგად, საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში გაჩნდა ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნილება და დღეს, მოლდოვა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემიდან შერეულ, პროპორციულ - მაჟორიტარულ სისტემაზე გადადის – სწორედ ისეთზე, როგორიც საქართველოში ფუნქციონირებს.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ჩვენ, მაჟორიტარები მაინც წავედით კომპრომისზე, რათა საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში ფართო კონსენსუსი შემდგარიყო. თუმცა, სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესის სხვა მონაწილეები არ აღმოჩნდნენ მზად კომპრომისებისთვის, ხოლო მხოლოდ მაჟორიტარების ძალისხმევა არ იყო საკმარისი.

მოვუწოდებთ პოლიტიკური სპექტრის ყველა მონაწილეს, მიიღოს აქტიური მონაწილეობა საკონსტიტუციო კონსენსუსის მისაღწევ პროცესში, აიღოს პასუხისმგებლობის საკუთარი წილი და ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენოს”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge