png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

100 ქულიანი სისტემა დღეიდან ამოქმედდება - რა უნდა იცოდეს ყველა მძღოლმა

  • საზოგადოება
  • 01.07.2017
  • 09:35
100 ქულიანი სისტემა დღეიდან ამოქმედდება - რა უნდა იცოდეს ყველა მძღოლმა

დღეიდან ყველა მძღოლს 100 ქულა დაერიცხება. კონკრეტულ დარღვევაზე კონკრეტული ქულა ჩამოიჭრება. თუ 1 წლის განმავლობაში მძღოლს ამოეწურება ქულები, ამ შემთხვევაში მას თავიდან მოუწევს მართვის მოწმობის აღება.

თუ მძღოლი საკუთარ სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადასცემს, წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს, მას მოაკლდება - 30 ქულა. თუ შემთხვევა 1 წლის განმავლობაში გამეორდა – 40 ქულა.

სატრანსპორტო საშუალების გადაცემა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის –ასევე - 40 ქულა.

თუ მძღოლს ან მის გვერდით მჯდომი მგზავრს უსაფრთხოების ღვედი არ ეკვეთება ჯარიმა -5 ქულაა.

კიდევ ერთი ხშირი დარღვევა, მობილურ ტელეფონზე საუბრისთვის მძღოლს -15 ქულა მოაკლდება.

თუ სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი აჭარბებს დადგენილ ნორმას –მძღოლს 10 ქულით დააჯარიმებენ.

ასევე 10 ქულა მოგაკლდებათ თუ თვითნებურად გადაკეთებულ სატრანსპორტო საშუალებას მართავთ.

ავტომობილის დამუქებული მინები თუ დადგენილ წესს არღვევს – ჯარიმა 5 ქულაა. ერთი წლის განმავლობაში ამავე სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა – 10, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა უკვე 15 ქულა იქნება.

ავარიისთვის რომელსაც მოყვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მძღოლს 20 ქულა მოაკლდება.

თუ მძღოლი არ დაემორჩილება იმ პოლიციელის მოთხოვნის რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ის 20 ქულით დაჯარიმდება; თუ ამ დარღვევას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება უკვე - 35 ქულა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი გადაჭარბებული სიჩქარეა, თუ დადგენილს 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადააჭარბებთ – 10 ქულა.

ქვეითად მოსიარულესთვის გზის არ დათმობა – 5 ქულა; აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა – 10 ქულა.

თუ ქვეითად მოსიარულესთვის გზის არ დათმობას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა – 20 ქულა.

უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა – 10 ქულა, აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – 20 ქულა.

ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა კი - 30 ქულა.

ეს არის ის ძირითადი დარღვევები და ქულების რაოდენობა, რომელიც ყველაზე ხშირად ხდება საქართველოს გზებზე.

Image result for 100 ქულიანი სისტემა დღეიდან ამოქმედდება

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge