png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ კონსენსუსი შესაძლებელია - თამარ ჩუგოშვილი

  • პოლიტიკა
  • 01.07.2017
  • 12:40
ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ კონსენსუსი შესაძლებელია - თამარ ჩუგოშვილი

მე ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ კონსენსუსი შესაძლებელია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, მივიღეთ ვითარება, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი არის პოზიტიური, კარგი და სწორი, მაგრამ პოლიტიკური პროცესი, როგორც ხდება ხოლმე საქართველოში ყოველთვის, ძალიან რთულდება და შეთანხმება ძალიან ჭირს განსაკუთრებით პოლიტიკურ აქტორებს შორის.

მისი თქმით, მას იმედი აქვს რომ ჯერ კიდევ არის იმის სივრცე, რომ რამდენიმე თემაზე, იმ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებსაც რაციონალური მიდგომები გააჩნიათ, საუბარი მოხდეს.

ჩუგოშვილმა აქვე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ბევრ კომპრომისზე წავიდა და კიდევ არის შესაძლებელი შეთანხმებაზე წასვლა.

"მე ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ კონსენსუსი შესაძლებელია. თუმცა, დიდი მოლოდინი არ მაქვს, რადგან სრულიად არარაციონალურ ქცევებს ვხედავდით დიდი ხნის განმავლობაში. იყო ისეთი მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილებაც ფიზიკურად შეუძლებელი იყო და ჩნდებოდა განცდა, რომ ამის მიზანი იყო რომ შეთანხმება ვერ მომხდარიყო. თუ ეს დამოკიდებულება და მიდგომა შეიცვალა, მაშინ შეთანხმება შესაძლებელია. ჩვენ ბევრ კომპრომისზე წავედით და კიდევ შეიძლება წავიდეთ შეთანხმებაზე", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge