png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

“ჯიპიაი ჰოლდინგი“: ელიავას ავტობაზრობაზე ზარალის დარეგულირება უკვე დაიწყო

  • საზოგადოება
  • 03.07.2017
  • 14:23
 “ჯიპიაი ჰოლდინგი“: ელიავას ავტობაზრობაზე ზარალის დარეგულირება უკვე დაიწყო

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ იწყებს ელიავას ავტობაზრობაზე 2 ივლისს მომხდარი ხანძრის შედეგად დამდგარი ზარალის დარეგულირების პროცესს. „ჯიპიაი ჰოლდინგში“ დაზღვეული იყო თავად შენობა (კონსტრუქციული ნაწილი და შიდა მოპირკეთება), ხოლო რამდენიმე ათეულ მეწარმეს დაღვეული ჰქონდა მარაგები და ინვენტარი. განაცხადების მიღება დაწყებულია, ხოლო „ჯიპიაი“-ს ანაზღაურების ჯგუფი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რომ ოპერატიულად მოხდეს ზარალის შეფასება და ანაზღაურების გაცემა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა ახლა , რომ უმოკლეს ვადაში შევაფასოთ ზარალის მოცულობა. ვაპირებთ, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ საგამოძიებო და სახელმწიფო უწყებებთან, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვიპოვოთ შესაბამისი დოკუმენტიაცია, რაც ანაზღაურების გასაცემად დაგვჭირდება", განმარტავს  „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე.

შენობაში განთავსებული მეწარმეების უმეტესობა ჩართული იყო მცირე და საშუალო მეწარმეთა დაზღვევის პროგრამაში, რომელიც „ჯიპიაი ჰოლდიგნმა“ 2017 წლის თებერვალში, ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრის კვალდაკვალ გამოაცხადა და მეწარმეებს ქონებისა და მარაგების დაზღვევის 50,000 ლარიანი პოლისის 50%-იანი თანადაფინანსება შესთავაზა.

„ეს ერთგვარი სოციალური პროექტიც არის, რომელიც ახლაც მოქმედებს: ჩვენ შევქმენით არამხოლოდ სპეციალური პროდუქტი, რომელიც სწორედ ამ სეგმენზეა გათვლილი, არამედ ასევე მობილური ჯგუფები, რომელიც საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთნენ და აქტიურად მუშაობდნენ მეწარმეებთან. დაზღვეულების რაოდენობა ნამდვილად გაიზარდა ამ პერიოდში, თუმცა ეს მაინც ზღვაში წვეთია იმისთვის, რომ ვისაურბოთ მასშტაბურ სოციალურ გარანტიებზე, რასაც დაზღვევით მიიღებდნენ მსგავს შემთხვევებში. ჩვენი აზრით, აუცილებელია სავალდებულო მექანიზმების ამოქმედება, რომ სადაზღვევო სისტემით მაქსიმალურად მოვიცვათ მცირე და საშუალო მეწარმეები", აცხადებს „ჯიპიაი ჰოლდინგის“გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე. 

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ შემოთავაზებული ბიზნეს რისკების დაზღვევის პროგრამა , რომელიც თებერვალში ამოქმედდა, ითვალსიწინებს ყველა სახის უძრავ-მოძრავი ქონების დაზღვევას მარაგების, ინვენტარის, მანქანა-დანადგარებისა და საოფისე ტექნიკის ჩათვლით ისეთი რისკებისგან როგორიცაა: ხანძარი, აფეთქება, სტიქიური მოვლენები, კომუნალური სისტემების დაზიანება, მოკლე ჩართვით დანადაგრებისა და ტექნიკის დაზიანება და ა.შ.. ანაზღაურების ლიმიტი 50,000₾-ია. ანაზღუარდება ასევე ბიზნესის შეფერხების რისკი, რაც გულისმხობს, დაკარგული მოგებისა და ბანკის პროცენტის ანაზღაურებას, თუკი საწარმო ვეღარ ახერხებს საქმიანობის გაგრძელებას რაღაც პერიოდს განმავლობაში. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ სადაზღვევო ღირებულების 50%-ს თავად დააფინანსებს. მცირე მეწარმეთათვის ფიქსირებული სადაზღვევო პრემიაა დაწესებული და ეს თვეში მხოლოდ 15ლარი იქნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge