გერმანიაში ავტობუსის ავარიის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა დიდია
- მსოფლიო
- 03.07.2017
- 15:02
ბავარიაში ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად მსხვერპლი დიდია. ამის შესახებ გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა. პოლიციის ცნობით, დაიღუპა 18 ადამიანი.
„სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი -საქსონიელი ტურისტი დაიღუპა ცეცხლმოდებულ ავტობუსში“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა.
ავარია ორშაბათს დილით მოხდა. ავტობუსი, რომელშიც 47 ადამიანი იმყოფებოდა სატვირთო მანქანას შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ჯერჯერობით ავარიის მიზეზები უცნობია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200