png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეო“ორი სხვადასხვა მიმართულებით განვითარების თაობაზე განაცხადა

  • ეკონომიკა
  • 03.07.2017
  • 16:29
 საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეო“ორი სხვადასხვა მიმართულებით განვითარების თაობაზე განაცხადა

საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეო“ (BGEO Group PLC), საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთმა უმსხვილესმა წყარომ,  განაცხადა, რომ ის გეგმავს ფუნქციონირება განაგრძოს ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით. ერთი კომპანია საბანკო (Bank of Georgia Group), ხოლო მეორე - საინვესტიციო ბიზნესის (BGEO Investments) მიმართულებით იმუშავებს. ორივე კომპანიის აქციები განთავსებული იქნება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. შესაბამისად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „ბიჯეო ჯგუფიდან“ უკვე სამი კომპანია იქნება წარმოდგენილი.

„ბიჯეო ჯგუფს“ მიაჩნია, რომ ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით ჩამოყალიბება განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გაუჩენს ორივე ბიზნეს მიმართულებას, რომლებიც, თავის მხრივ, საქართველოში ლიდერები არიან საკუთარ სფეროში. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ამ ბიზნესს ექნება მეტი მოქნილობა მართოს საკუთარი რესურსები და მისდიოს საკუთარ სტრატეგიას.  

საინვესტიციო კომპანია BGEO Investments („ბიჯეო ინვესტმეტნს“)* განაგრძობს ინვესტიციების ქართულ ბიზნესში განხორციელებას, დაფინანსების მოზიდვას ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებიდან და დაეყრდნობა  კომპანიების ზრდის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილებას. საქართველოს ბანკი კვლავინდებურად შეთავაზებს მომხმარებელს საცალო და კორპორაციული საბანკო საქმიანობის მომსახურებას, ლიზიგნს, დაგროვილი ქონების მართვას, საბროკერო მომსახურებასა და საბანკო მომსახურებას ბელარუსში.

ორივე კომპანიას ეყოლება ცალ-ცალკე სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები. „ბიჯეო ინვესტმენტს“ სათავეში ჩაუდგება ირაკლი გილაური, გენერალური დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს სახით. საქართველოს ბანკის მენეჯმენტის სათავეში იქნება კახა კიკნაველიძე, ხოლო საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პოსტზე ირაკლი გილაურს შეცვლის ნილ ჯანინი (ამჟამად „ბიჯეო ჯგუფის“ არააღმასრულებელი, დამოუკიდებელი თავმჯდომარე).

„ეს არის ახალი ეტაპი კომპანიის განვითარებაში და ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ახალი ისტორიის წერას ვიწყებთ,“ განაცხადა „ბიჯეო ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა და საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი გილაურმა. „იმის გათვალისწინებით, რომ საბანკო და საინვესტიციო მიმართულებებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს, მიგვაჩნია, რომ მათი შემდგომი ზრდისთვის, ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად განვითარება ყველაზე სწორი გზაა. ეს შესაძლებლობას მიცემს, როგორც საქართველოს ბანკს, ისე „ბიჯეო ინვესტმენტს“ მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი მომგებიანი პოზიციონირება და მაქსიმალურად აითვისონ პოტენციალი გრძელ ვადაში. მიგვაჩნია, რომ ეს ორი მიმართულება დამოუკიდებლად კიდევ უფრო მეტად განვითარდება, დამატებით - საქართველოს ბანკს კი ექნება შესაძლებლობა კვლავ აქტიურად იმუშაოს კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულებით.“

„საქართველოს ბანკი არა მარტო განაგრძობს წარმატებული და ზრდადი შედეგების მიღწევას, არამედ კიდევ უფრო გახსნილი და მოქნილი იქნება ახალი შესაძლებლობების გამოყენებისთვის. ჩვენი მოლოდინია, რომ საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ გადაწყვეტილებას ექნება განსაკუთრებით დადებითი გავლენა ბანკის კორპორაციული ბიზნესის ზრდაზე,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. „ბანკი შეინარჩუნებს მის უაღრესად ნიჭიერ მმართველ გუნდს, შესანიშნავ თანამშრომლებს, ძალიან კარგ პოზიციონირებას როგორც საცალო, ისე კორპორაციული საბანკო მომსახურების სფეროში და განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავა.“

 „ბიჯეო ჯგუფის“ ხსენებული გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს კომპანიის აქციონერთა საბჭომ. შემდგომ პროცესი გასტანს რამდენიმე თვეს და სავარაუდოდ 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

*„ბიჯეო ინვესტმეტნს“-ი მოიცავს: 57% წილს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ (GHG), კომპანიას „ჯორჯია გლობალ იუთილითის“ (GGU), კომპანიას „m2 უძრავი ქონება“, 72% წილს „თელიანი ველი“-ში, სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ და ასევე მცირე, 9.9% წილს საქართველოს ბანკში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge