png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პრეზიდენტის სარეზერვო ფორდის დაფინანსებით გორში, ქარელსა და ხაშურში ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნება

  • საზოგადოება
  • 03.07.2017
  • 17:00
 პრეზიდენტის სარეზერვო ფორდის დაფინანსებით გორში, ქარელსა და ხაშურში ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და საგარეო ურთიერთობათა მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ დღეს ქვემო ქართლში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტები შეაჯამეს.

გიორგი აბაშიშვილი კასპის ოკუპაციის მუზეუმში, დასრულებული პროექტის "არა ოკუპაციას" მონაწილეებს შეხვდა, რომელზეც ოკუპაციის შედეგებზე, საინფორმაციო ომზე, ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე  და ევროკავშირის ბაზრის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

პროექტი ორგანიზაციამ "მეგობრობის ხიდი ქართლოსი" განახორციელა, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში  ოკუპაციისა და უსაფრთხოების საკითხებზე საჯარო დისკუსიებს მართავდა.

პროექტის შეჯამებისას გიორგი აბაშიშვილი  ინიციატივით გამოვიდა, რომ შიდა ქართლის სამ რაიონში - გორში, ქარელსა და ხაშურში ოკუპაციის მუზეუმები გახსნას.

„ჩვენ შევთვაზეთ  კასპის ოკუპაციის მუზეუმს, როგორც წარმატების მაგალითს,  რომ ოკუპაციის გასწვრივ საქართველოს ქალაქებში პირველ ეტაპზე შიდა ქართლის ქალაქებში, გაგვეკეთებინა მსგავსი ტიპის მუზეუმები.

ეს კიდევ ერთხელ ძალიან თვალნათლივ აჩვენებს ჩვენს ახალგაზრდებს იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით და მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაციის შეფასება დავიწყოთ სწორად და დავიწყოთ საბჭოთა პერიოდიდან“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

დღესვე გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზემო ნიქოზშიც იმყოფებოდნენ, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის სარეზერვო ფონდის  დაფინანსებით კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება.

„აგროკლუბი“,  რომლის მიზანიც ფერმერთა ხელშეწყობა, ინფორმირება და ახალი სასოფლო-სამეურნეო წარმოების დანერგვაა პრეზიდენტის ფონდისა და ჩეხეთის საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო კლუბისთვის გამოყოფილი შენობა, აღიჭურვა ტრენინგცენტრი, ასევე მომზადდა სადემონსტრაციო ნაკვეთი.

გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფნალაძე ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და პროექტის ხელმძღვანელებისგან მოისმინეს, რა შედეგი მიიღო „აგროკლუბის“ საქმიანობისგან მოსახლეობამ.

"ნიქოზის "აგროკლუბი“ აერთიანებს სწორედ იმ ფერმერებს, რომლებიც საოკუპაციო ზოლის გასწვრივ საქმინაობენ და საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მოჰყავთ ერთის მხრივ მოსავალი და ცდილობენ დაეუფლონ თანამედროვე მეთოდებს სოფლის მეურნეობაში.

„აგროკლუბის“ ძირითადი მიზანი სწორედ მათი დახმარებაა სხვადასხვა თვალსაზრისით, როგორ შეიძლება არსებულ პირობებში, არსებულ მიწებზე მიიღონ უკეთესი მოსავალი.

ჩვენ ვფიქრობთ „აგროკლუბის“ შემდგომ მხარდაჭერასაც, ვინაიდან მას არამხოლოდ ეკონომიკური და სოციალური ეფექტი აქვს, არამედ იგი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯიცაა, რომ სწორედ აქ, საოკუპაციო ხაზს მიღმა იყვნენ ძლიერი ფერმერები“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge