მშვიდობით მამა - 84 წლის ასაკში მსახიობი პაოლო ვილაჯო გარდაიცვალა
- მსოფლიო
- 03.07.2017
- 17:10
იტალიელი მსახიობი, კომიკოსი, სცენარისტი და მწერალი პაოლო ვილაჯო 84 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა შვილმა ელიზაბეტა ვილაჯომ Facebook-ზე დაწერა.
"მშვიდობით მამა. ახლა ისევ შეგიძლია თავისუფლად ფრენა" - წერს ელიზაბეტა ვილაჯო.
მწერლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ სახელდება.
პაოლო ვილაჯო ტელეეკრანზე პირველად 1975 წელს, რეჟისორ ლუჩანო სალჩეს ფილმში "ფანტოცი" გამოჩნდა. ფილმი ვილაჯოს ორი წიგნის მიხედვით არის გადაღებული: "ფანტოცი" და "ფანტოცის მეორე ტრაგიკული წიგნი".
მას სხვა ბევრი დრამატული როლიც აქვს შესრულებული, მათ შორის ფედერიკო ფელინის, ლინა ვერთმიულერის, ერმანო ოლმისა და მარიო მონიჩელის ფილმებში. 1992 წელს, ვენეციის 49-ე კინოფესტივალზე, კინოში შეტანილი წვლილისთვის მას ოქროს ლომი გადასცეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200