png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

მაია მელიქიძე სემეკს კიდევ უფრო გაძლიერებაში დაეხმარება - გიორგი აბაშიშვილი

  • პოლიტიკა
  • 03.07.2017
  • 18:27
 მაია მელიქიძე სემეკს კიდევ უფრო გაძლიერებაში დაეხმარება - გიორგი აბაშიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტმა 30 ივნისს დაამტკიცა, სემეკში დღეს წარადგინა.

მაია მელიქიძე თანამშრომლებს სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ წარადგინა, წარმატებული საქმიანობა და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მაია მელიქიძე მაღალი პროფესიონალიზმითა და დიდი გამოცდილებით კიდევ უფრო დაეხმარება სემეკს გაძლიერებასა და განვითარებაში.

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მაია მელიქიძე კომისიის წევრის თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს.

მაია მელიქიძე 2000-2005 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ფაკულტეტზე საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის სპეციალობით, ხოლო 2006-2007 წლებში - ევროპის მენეჯერთა სკოლაში (ESM) ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით. 2007 წელს დაამთავრა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (აშშ) უცხოური ინვესტიციების კურსი.

2015 წელს სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) ბიზნეს სკოლაში გლობალური სტრატეგიული მართვის სპეციალობით.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 2003 წლიდან „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" პროექტის მენეჯერად. 2004 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა საერთაშორისო კომპანია Ernst & Young-ის უფროს აუდიტორად. 2008-2009 წლებში იყო სს „საქართველოს ბანკის" მთავარი საგადასახადო სპეციალისტი. 2009 წლიდან 2016 წლის 1 მარტამდე მუშაობდა სს „ლიბერთი ბანკის" საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო აუდიტორთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსად.

 

 

    

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge