png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სასამართლომ იუსტიციის მინისტრი და უწყების 10 სსიპ–ის ხელმძღვანელი სამართალდამრღვევად ცნო - ომბუდსმენი

  • საზოგადოება
  • 04.07.2017
  • 11:33
 სასამართლომ იუსტიციის მინისტრი და უწყების 10 სსიპ–ის ხელმძღვანელი სამართალდამრღვევად ცნო - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, 2017 წლის 20–22 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად იუსტიციის მინისტრი და სამინისტროს 10 სსიპ–ს ხელმძღვანელი სამართალდამრღვევად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა 2017 წლის 31 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის 11 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს რეკომენდაციით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის“ (IDFI) საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჯარო დაწესებულება, თანამდებობის პირი, რომელიც მიიღებს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ან წინადადებებს, ვალდებულია განიხილოს ისინი  და მათი განხილვის შედეგები საქართველოს სახალხო დამცველს წერილობით აცნობოს 20 დღის ვადაში. თუმცა, კანონით დაკისრებული ვალდებულება მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეასრულა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სახალხო დამცველის მოთხოვნის შეუსრულებ­ლობა ფულად ჯარიმას გულისხმობს, თუმცა ამ შემთხვევაში სასამართლო იუსტიციის მინისტრისა და 10 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიმართ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა", -  წერია უჩა ნანუაშვილის უწყების განცხადებაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge