png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

თბილისის მერი „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ საბოლოო სამუშაო ვერსიას გაეცნო

  • პოლიტიკა
  • 04.07.2017
  • 14:07
 თბილისის მერი „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ საბოლოო სამუშაო ვერსიას გაეცნო

თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ საბოლოო სამუშაო ვერსიას გაეცნო. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში,  საუბარი პრიორიტეტულ ღონისძიებებსა და მათი განხორციელების გზებს შეეხო.  ჩატარდა პრეზენტაცია და მოეწყო დისკუსია.

აღნიშნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, ქალაქ თბილისისთვის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ (GCAP) შემუშავების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა  თბილისის მერიასთან ერთად დაიქირავა საკონსულტაციო კომპანიები „EMPRESS“ და „ENVIROS“. სამოქმედო გეგმა აერთიანებს ქალაქის სტრატეგიულ მიმართულებებსა და პრიორიტეტულ ღონისძიებებს, რომელთა დაგეგმვაში ჩართული იყო სხვადასხვა დაინტერესებული მხარე.

„ჩვენ მოვისმინეთ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ის აქტივობები და ინიციატივები, რომელიც მომავალში შეიძლება იქნას განხორციელებული. სექტემბრამდე გვაქვს დრო, რომ აღნიშნულმა დოკუმენტმა კიდევ ერთხელ გაიაროს რევიზია მერიის სამსახურებში და ფინანსური ნაწილი იქნას დახვეწილი.  ასევე თვითონ სამოქმედო გეგმის ძირითადი პრინციპები გავლილი იყოს საკრებულოს წარმომადგენლებთან  და საბოლოოდ ჩვენ მივიდეთ იმ ფინალურ ვერსიამდე, რომელიც მოგვცემს სრულ სურათს, თუ რა უნდა გავაკეთოთ მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში იმისათვის, რომ თბილისმა მიაღწიოს იმ მიზანს, რასაც ჰქვია მწვანე ქალაქი“,- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ.

„მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმზე“ მუშაობა 2016 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge