png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ცხელ პერიოდში წყლით გადამტანი დაავადებების რისკი იმატებს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

  • საზოგადოება
  • 04.07.2017
  • 16:30
ცხელ პერიოდში წყლით გადამტანი დაავადებების რისკი იმატებს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მზისგან თავის არიდებას ურჩევს. ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზაფხულის დადგომისას ყოველთვის ქვეყნდება რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა ავირიდოთ მაღალი ტემპერატურისგან მიყენებული ზიანი, განსაკუთრებით ხუთ წლადმე ბავშვებმა,  60-65 წლის ზემოთ მოქალაქეებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა.

,,უპირატესად გულსისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის დაავადებები და დიაბეტი - ეს ადამიანები უნდა იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილად და მოერიდონ მზეზე სიარულს, ფიზიკურ დატვირთვას. ვეცადოთ, რომ ოთახის შიდატემპერატურა იყოს 32 გრადუსამდე და მივიღოთ რაც შეიძლება მეტი რაოდენობით სითხე. თუ ვითარდება მომატებულ ტემპერატურასთან დაკავშირებული პირდაპირი ჯანმრთელობის დაზიანება აუცილებელია, მივმართოთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას. ცხელ პერიოდში წყლით გადამტანი დაავადებების რისკი იმატებს და ხშირია დიარეები. ამიტომ უნდა ვიხმაროთ, მხოლოდ და მხოლოდ საიმედო წყალი. ასევე მომატებული რისკი არსებობს საკვებით გამოწვეული სხვადასხვა ეპიდაფეთქების და უნდა ვიყოთ დარწმუნებული,  რომ საკვები რომელსაც მივირთმევთ უსაფრთხოა. ასევე, ამ პერიოდში ფრთხილად ვიყოთ უნდა სხვადასხვა მწერებითა და ტკიპებით გადამტანი დაავადებისაგან”, - განაცხადა  გამყრელიძემ.

მან მაღალი ტემპერატურის დროს დასაქმებულთა უფლებებზეც ისაუბრა.

”ჩვენთან არსებობს სპეციალური რეგლამენტი, რომლითაც რეგულირდება შენობის შიგნით ადამიანთა მუშაობის ჰიგიენური პირობები და შენობის შიგნით მაქსიმალურ ტემპერატურად 32 გრადუსია მოყვანილი. შესაბამისი კომფორტული ტემპერატურა უნდა შეუქმნას დამსაქმებელმა დასაქმებულს მუშაობის პერიოდში. რაც შეეხება შენობის გარეთ, ეს არ რეგულირდება, მაგრამ დამსაქმებლებმა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები უნდა გავატაროთ”,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge