png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დავით ნარმანიას პაროდიას ვაკეთებ კარგად, ისიც მეგრელია და მეც - თიკო ბულია

  • ინტერვიუები
  • 06.07.2017
  • 14:45
დავით ნარმანიას პაროდიას ვაკეთებ კარგად, ისიც მეგრელია და მეც - თიკო ბულია

„სკოლიდან რომ მოვედი, დედაჩემმა მითხრა, რაზეც ოცნებობდი, ის ოცნება აგიხდაო. ამას ნამდვილად არ ველოდი. ძალიან მინდოდა, რომ „კომედი შოუში“ ვყოფილიყავი. უკვე 4 თუ 5 სკეტჩში გადამიღეს.საერთოდ არ მინერვიულია, რადგან ტექსტიც კარგად მქონდა ნასწავლი“, - ასე დაიწყო 7 წლის თიკო ბულიას წარმატებული ბავშვობა.

თიკო, მაყურებელმა გადაცემა „გააცინე და მოიგედან“ გაიცნო. მეგრელების პაროდიით და ნიჭით პატარა გოგონამ ჟიურის წევრების მოხიბვლაც შეძლო და საზოგადოების გულიც მარტივად მოიგო.

თიკო ბულია:

მამაჩემმა მირჩია, რომ მივსულიყავი „გააცინე და მოიგეში“, თუმცა თავიდან მონაწილეობის მიღება არ მინდოდა.

რატომ?

მრცხვენოდა, მაგრამ პატარა ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე წავსულიყავი და ჩემი ნიჭი გამომევლინა.

სიმორცხვე ადვილად დასძლიე?

კი. კამერებთან მუშაობას მიჩვეული ვიყავი, რადგან „Comedy kids“-ში ბევრი გადაღება მქონდა. ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ როცა გავედი ნერვიულობა მომეხსნა და თავს თავისუფლად ვგრძნობდი.

მოგებული თანხა რაში დახარჯე?

400 ლარი მოვიგე, თუმცა მეგონა რომ 200 ლარს მოვიგებდი. ძალიან გამიხარდა და ოჯახის წევრებს საჩუქრები გავუკეთე.

„კომედი შოუს“ მსახიობებიდან, ვინ გიყვარს გამორჩეულად?

ნიკა არაბიძე.

რატომ?

კარგად თამაშობს თავის როლებს. თან ბუთხუზაა და რაც ყველაზე მთავარია, ჩემი ძმაკაცია.

შენი და ნიკას მეგობრობა როგორ დაიწყო?

პირველი გადღებიდან მოყოლებული ჩვენ ვმეგობრობთ. ჩემი ძმაკაცი ხარო, მეუბნება.

რას გეუბნება ნიკა, როგორი შემფასებელია?

ასე გააგრძელეო _ მეუბნება. მოსწონს ჩემს მიერ შესრულებული როლები.

ყველაზე უკეთ ვისი პაროდია გამოგდის კარგად?

„ქერის უბნის“ პერსონაჟების. ძალიან კარგად ვაკეთებ დავით ნარმანიას პაროდიას, რადგან მეგრული კილოთი ვბაძავ. ისიც მეგრელია და მეც.

ძალიან პოპულარული გოგონა. მოგწონს ყველა რომ გიცნობს?

დიახ. ძალიან მომწონს და მიხარია. სარკეში რომ ვიყურები, საკუთარ თავს ყოველთვის ვეუბნები, თუ როგორ შევძელი ეს ყველაფერი. პოპულარობა ნამდვილად სასიმოვნოა. ექსკურსიაზე როცა ვიყავი, ყველა ბავშვი ჩემთან იღებდა სურათს, მაგრამ არ მიყვარს როცა ხალხს პოპულარობა თავში უვარდება.

მეგრული კარგად იცი?

კი. მამაც მეგრელი მყავს და დედა მამის მხრიდანაა მეგრელი.

ოჯახში მეგრულად საუბრობთ ხოლმე?

რა თქმა უნდა.

თიკო ბულია-ის სურათის შედეგი

დამოუკიდებლად მუშაობ როლზე?

კი და როცა რაღაცას ვერ გავიგებ მაშინ, დედა მეხმარება.

სკოლაში, მასწავლებლები რას გეუბნებიან?

ჩემი დამრიგებელი მგულშემატკივრობს.

ბავშვები ხშირად გთხოვენ პაროდიის გაკეთებას?

კი, მთხოვენ და ვაკეთებ, მაგრამ უფრო შესვენებაზე.

როგორ სწავლობ?

კარგად.

განსაკუთრებით რომელი საგანი გიყვარს?

მათემატიკა.

რატომ?

ჩემთვის უფრო ადვილია. ბევრს მათემატიკა ეზიზღება, მაგრამ ჩემთვის პირიქითაა.

მომავალშიც მსახიობობას აპირებ?

ვაპირებ, მაგრამ ჟურნალისტი მინდა რომ გამოვიდე.         თიკო ბულია-ის სურათის შედეგი

ჟურნალისტობა რატომ გიყვარს?

ჟურნალისტები ტელევიზორში ხშირად ჩნდებიან. ბევრი ლაპარაკი უყვართ და მეც ბევრს ვლაპარაკობ.

ძალიან დაკავებული ხარ. მეცადინეობას და ტეელვიზიაში სიარულს როგორ ახერხებ, ასწრებ?

ყველაფერს ვასწრებ. ერთხელ რეპეტიცია მქონდა და სახლში მივედი ღამის 9 საათზე, შემდეგ დავჯექი და ღამის 1 საათამდე ვმეცადინეობდი.

ასეთი რეჟიმი შენთვის რთული არარის?

არა.

გაკვეთილები ხშირად გიცდება?

თუ გადაღებები მაქვს,გაკვეთილის გაცდენა მაშინ მიწევს.

ესაუბრა გიორგი საკარული, PrimeNewsGeorgia

თიკო ბულია-ის სურათის შედეგი

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge