მასობრივი ჩხუბის შედეგად ციხეში 28 პატიმარი დაიღუპა
- მსოფლიო
- 07.07.2017
- 10:53
მექსიკის ციხეში ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის შეტაკება მრავალრიცხოვანი მსხვერპლით დასრულდა.
აკაპულკოს საპატიმროს „ლას-კრუსესის“ ადმინისტრაცია სულ მცირე 28 დაღუპულის შესახებ იტყობინება. რამდენიმე ცხედარს თავი აქვს მოკვეთილი.
პატიმართა უმეტესობა დანით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ხელისუფლების მონაცემებით, ცეხლსასროლი იარაღი გამოყენებული არ ყოფილა.
აკაპულკო ნარკოტიკების წარმოების უმსხვილესი ცენტრის- ჰერეროს შტატის უდიდესი ქალაქია.
გასულ წლებში აკაპულკო მექსიკის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ქალაქი იყო. მაგრამ დანაშაულის მკვეთრი ზრდის გამო ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქალაქად გადაიქცა.
მექსიკის ყველა დანარჩენი ციხის მსგავსად „ლას-კრუსესი“ გადავსებულია. ამ მომენტისთვის საპყრობილეში ორი ათასზე მეტი მსჯავრდებული იმყოფება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200