ჰამბურგში არეულობები გრძელდება
- მსოფლიო
- 07.07.2017
- 14:48
ჰამბურგში ანტიგლობალისტებმა, რომლებიც „დიდი ოცეულის“ სამიტის გამართვას აპროტესტებენ, წესრიგის დამცველების წინააღმდეგ ქვებისა და ბოთლების სროლის შემდეგ პოლიციის ვერტმფრენზე იერიში სასიგნალო რაკეტებით მიიტანეს.
ამის გარდა, დემონსტრატებმა მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს საპატრულო ავტომობილს. თავდასხმის მომენტში მანქანაში პოლიციელები არ იმყოფებოდნენ.
მომიტინგეები ასევე ქუჩების ბლოკირებას და ბარიკადების აღმართვას ცდილობენ, პოლიციაში აღნიშნავენ რომ უწესრიგობების მონაწილეეები დაყოფილნი არიან 100-კაციან ჯგუფებად და ირგანიზებულად მოქმედებენ.
„დიდი ოცეულის“ სამიტი ჰამბურგში დღეს იწყება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200