ჩეჩნეთში 27 ადამიანი დახვრიტეს - ნოვაია გაზეტა
- მსოფლიო
- 10.07.2017
- 11:00
„ნოვაია გაზეტა“ ჩეჩნეთში პოლიციის მხრიდან დაკავებულების მასობრივი მკვლელობების შესახებ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 26 იანვარის ღამეს სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას 27 ადამიანი მოკლეს.
უფლებადამცველების ცნობით, დაკავებისას მოქალაქეებისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ისინი ისევე, როგორც სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები, დახვრიტეს. ოფიციალური გროზნო "ნოვაია გაზეტას" ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200