თურქეთში გიულენთან კავშირისთვის 43 ეჭვმიტანილი დააპატიმრეს
- მსოფლიო
- 10.07.2017
- 16:23
ანკარის პროკურატურამ ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირისთვის 43 ეჭვმიტანილი დააკავა. მათ შორის არიან მთავრობის აპარატის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები.
ყველა მათგანი პროგრამა ByLock-ის მომხმარებელია, რომელსაც თურქეთის ხელისუფლების ვერსიით, გიულენის ორგანიზაციის წევრები დაშიფრული შეტყობინების გაგზავნაში იყენებენ.
თურქეთის ხელისუფლება გიულენს 2016 წლის 15-16 ივლისის გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ და აშშ-ის მის ექსტრადიციას სთხოვენ. თავად გიულენი ამბოხთან კავშირს უარყოფს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200