png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გაგრძელდება თუ არა ახალი სეზონიდან „ჩცდ“?!

  • ინტერვიუები
  • 11.07.2017
  • 12:30
გაგრძელდება თუ არა ახალი სეზონიდან „ჩცდ“?!

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალები“-ს მე-11 სეზონი დაიხურა და თბილისში უამრავი ჭორი გავრცელდა. მოარული ხმებით, ახალი სეზონიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ ეთერში აღარ გავა, ამბობენ იმასაც, რომ სერიალი ტელეკომპანია „იმედზე“ იქნება, თუმცა რა ინფორმაციას ფლობენ „ჩცდ“-ს მსახიობები და როგორ შეხვდნენ ისინი სეზონის დახურვას, ამის შესახებ „პრაიმნიუსჯორჯია“ რამდენიმე მსახიობს გაესაუბრა.

სალომე შარვაძე: ძალიან ბედნიერად დასრულდა ჩცდ-ს მე-11 სეზონი.

ამბობენ, რომ ახალი სეზონიდან სერიალი „იმედზე“ გადადის. მართალია?

 არამგონია სადმე გადავიდეს სერიალი. ეს არის ჭორი და მეტი არაფერი.

გავრცელდა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ შესაძლოა ახალი სეზონიდან „ჩცდ“ საერთოდ აღარ გაგრძელდეს. ამის შესახებ გსმენიათ რამე?

სერიალი აუცილებლად გაგრძელდება, რადგან სხვა სერიალის ალტერნატივა ფიზიკურად არ არსებობს, უკონკურენცოა „ჩცდ“ საქართველოში. ემიგრანტების ძალიან დიდი რაოდენობა უყურებს ამ სერიალს, ხალხი ამით ცხოვრობს, უყვართ, ელოდებიან ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას.  აქვს ძალიან დიდი რეიტინგი. შესაბამისად არ მგონია, რომ ეს სერიალი დაიხუროს.

მარიშკა ჯავახაძე:

სეზონის დამთავრება ძალიან მიჭირს, რთულია, ძალიან ბევრი რამ მომენატრება. ამ მონატრებას კი სერიალის გმირებთან ყოველდღიური კონტაქტით ვივსებ.

სერიალის „იმედზე“ გადასვლის შესახებ გსმენიათ რამე?

თქვენგან მესმის პირველად. სერიალი ისევ დაბრუნდება და ისევ „რუსთავი 2“-ზე იქნება.

ნანუკა გულუა:

სეზონი დაიხურა და დიდი სტრესი მაქვს. ზოგადად, ამ სერიალის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მაგრამ დასასრული ისე მიდის, რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეს გაგრძელება. მანამდე, სანამ გაგრძელდება მაყურებლის სიყვარულით დავტკბები.

ბუბა მირცხულავა, (ბაქარი):

სეზონის დასრულება ყოველთვის ორმაგ ემოციას იწვევს ჩემში:დასვენების უსაზღვრო სურვილსა და აუცილებლობას და ნოსტალგიას, რომელიც სულ რამდენიმე დღეში იგრძნობა ხოლმე. რაც უფრო წინ მივდივართ, მით უფრო ნათელი ხდება, რომ ოდესღაც ეს ყველაფერი დამთავრდება. მერე რა იქნება, არ ვიცი და სიმართლე რომ ვთქვა, ვერც ვხვდები რა შეიძლება იყოს. ყოველი სეზონის დამთავრება კი ამას მახსენებს და მთრგუნავს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა "ჩემი ცოლის დაქალები"-ს მთელ შემოქმედებით ჯგუფს, მაყურებელს, მეგობრებს.

ავტორი გიორგი საკარული, ფოტო ლუკა ხაბელაშვილი, PrimeNewsGeorgia

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge