პენტაგონი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს
- მსოფლიო
- 11.07.2017
- 17:05
პენტაგონი „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ამის შესახებ „როიტერი“ აშშ-ის სამხედრო უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილია, ერაყულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურა. დაჯგუფების განცხადებაში ნათქვამია, რომ ალ-ბაღდადი დაიღუპა და უახლოეს მომავალში მისი მემკვიდრის ვინაობა დასახელდება.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ალ-ბაღდადი 28 მაისს ქალაქ რაქის მისადგომებთან რუსული სამხედრო ავიაციის იერიშის შედეგად დაიღუპა.
ალ-ბაღდადიმ 2014 წელს ახლო აღმოსავლეთში „ისლამური სახალიფოს“ დაარსების შესახებ განაცხადა. მას შემდეგ მედიაში მისი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200