png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ქობულეთში დაცული ტერიტორიების ახალი ოფისი იხსნება

  • ეკონომიკა
  • 12.07.2017
  • 10:36
ქობულეთში დაცული ტერიტორიების ახალი ოფისი იხსნება

13 ივლისს, ქობულეთში, კინტრიშისა და და ქობულეთის დაცული ტერიტორიების ახალი ოფისი გაიხსნება. შენობა ვიზიტორთა ცენტრს, მუზეუმის საგამოფენო სივრცეს, 4 სასტუმრო ნომერსა და კაფეტერიას აერთიანებს.

ვიზიტორთა ცენტრი მნიშვნელოვანია ქობულეთის და აჭარის ზღვისპირეთის სტუმრების ინფორმირებისთვის და მთიანი აჭარით დაინტერესებისთვის. აღსანიშნავია, რომ დღეს, ტურისტებისთვის აჭარა ძირითადად ზღვის კურორტს წარმოადგენს, მაშინ როდესაც ამ რეგიონს მრავალმხრივი ტურისტული პოტენციალი აქვს. ვიზიტორთა ცენტრის საშუალებით მოხდება ტურისტების ნაკადების აჭარის სოფლებისკენ მიმართვა (დაცული ტერიტორიების მიმდებარე მუნიციპალიტეტები). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა დინამიკაში, ყოველწლიურად იზრდება.

სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა, 26%-ით გაიზარდა (2016-236 449; 2017-298 567). ასევე, 32%-ით გაზრდილია დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი (2016-77 852; -2017-102 471). 2017 წელს დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან ეწვია. 2017 წელს, 6 თვის განმავლობაში, 2016 წლის 6 თვესთან შედარებით, ტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები 30%-ით გაიზარდა. ამასთანავე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა დაცული ტერიტორიების მიმდებარე მუნიციპალიტეტებში არსებული ბიზნეს ინფრასტრუქტურა და დასაქმებულთა რაოდენობა. რაც შეეხება უშუალოდ კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორთა სტატისტიკა აქაც მზარდია. 2016 წელს, კინტრიშის ეროვნულ ნაკრძალში ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 36%-ით, ხოლო ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე 5%-ით გაიზარდა.

რეგიონში დაცული ტერიტორიების შექმნა არა მარტო ბუნების დაცვას, არამედ ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას გულისხმობს და პირდაპირ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.

ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები გამორჩეული და უნიკალურია. ქობულეთის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო მნიშვნელობის, უნიკალური, რამსარის კონვენციით აღიარებული ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მიზნით 1998 წელს შეიქმნა. დღეისათვის, ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე 3 ტურისტული მარშრუტია მოწყობილი. კინტრიშის დაცული ლანდშაფტი კი ტყეებისა და ენდემური სახეობების, ფლორისა და ფაუნის დაცვის მიზნით დაარსდა. გამორჩეულია ამ ტერიტორიაზე არსებული  ათასწლოვანი უთხოვარის ხეები. კინტრიშს განსაკუთრებულ ელფერს, ეთნოგრაფიული სახლები სძენს. ასევე, კინტრიშის და მაჭახელას დაცულ ტერიტორიებზე შემორჩენილია ისტორიული, ულამაზესი თამარის თაღოვანი ხიდები, რომლებიც ბოლო წლებში, ტურისტებისთვის მიმზიდველ ლოკაციად იქცა.

შენობა კოლხეთის განვითარების ფონდის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და მოეწყო. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, პარლამენტის და აჭარის მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge