png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

სოფო კილაძე ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის დირექტორს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 12.07.2017
  • 17:29
 სოფო კილაძე ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის დირექტორს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დღეს ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის დირექტორს და კომისრის მოვალეობის შემსრულებელს, ჰენრიკ ვილადსენს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული პოლიტიკის შესახებ. სტუმარმა კომიტეტის თავმჯდომარეს საკუთარი ხედვა გააცნო საქართველოში ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობის კუთხით.

„მისასალმებელია, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ეთნოსის წარმომადგენელი თანაცხოვრობს მშვიდობიანად და არა გვაქვს გამოწვევები, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გავაუმჯობესოთ მუშაობა, რათა უფრო მეტი ინტეგრაცია მოხდეს, განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობების იმ წარმომადგენლებისა, რომლებმაც ქართული ენა არ იციან და, შესაბამისად, მათთვის რთულია სამუშაოს პოვნა, საზოგადოებაში ინტეგრაცია", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სოფო კილაძე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას შეეხო.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ რთული ვითარების შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, კერძოდ, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის თაობაზე. ეს ჩვენი ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია. სამწუხაროდ, ოკუპანტის ქმედებების გამო არ მიგვიწვდება ხელი და არ ვრცელდება ჩვენი დე-ფაქტო იურისდიქცია" , - აღნიშნა სოფო კილაძემ.

ჰენრიკ ვილადსენის თქმით, ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლები საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ჩავლენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადგილზე გაეცნობიან სიტუაციას და დაეხმარებას გაუწევენ ამ ადამიანებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge