primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანია „წყალი მარგებელის“ მშენებარე ქარხანა დაათვალიერა

  • პოლიტიკა
  • 07.11.2015
  • 19:01
დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანია „წყალი მარგებელის“ მშენებარე ქარხანა დაათვალიერა

7 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმაკომპანია „წყალი მარგებელის“ მშენებარე ქარხანა დაათვალიერა. აღნიშნულ პროექტს სს „წყალი მარგებელი“ შვეიცარიელ და ავსტრიელ ინსტიტუციონალურ პარტნიორებთან და EBRD-თან ერთად ახორციელებს.ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები.

მინისტრი გაეცნო საწარმოს განვითარების გეგმას და გაესაუბრა საწარმოს მშენებლობაზე დასაქმებულ პერსონალს. ამჟამად სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს 140 ადამიანი, საწარმოს ამოქმედების შემდეგ დამატებით 70-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ქარხნის დაგეგმარება განახორციელა გერმანულმა კომპანია KRONES-მა, რომელიც არის მსოფლიოში ლიდერი კომპანია ჩამომსხმელი და შესაფუთი ხაზების წარმოებაში. პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა 3 წლის განმავლობაში და ამჟამად ქარხანა მშენებლობის პროცესშია. ახალი ქარხნის ფართობი 16,000 m2-ია, სადაც დამონტაჟდება 6 ჩამოსასხმელი ხაზი, აგრეთვე განლაგდება საწყობები და ოფისი. აღსანიშნავია, რომ შენობების გაგრილება-გათბობის სისტემები არატრადიციული მეთოდით, განახლებადი ენერგიით მოხდება, რომელიც ეკოლოგიურს გახდის წარმოებას.

ეს იქნება რეგიონში პირველი Greenfield პროექტი, უალკოჰოლო სასმელების ჩამომსხმელი ქარხანა, რომელიც გერმანული და შვეიცარული ინდუსტრიის სტანდარტების შესაბამისად დაიგეგმა. ტრადიციული პროდუქტების - “ნაბეღლავის” და “ბახმაროს” წყლების გარდა, საწარმოში ჩამოისხმება 100%-იანი წვენები, ნექტარები, ლიმონათები, ცივი ჩაი, შორლე (უშაქრო გაზირებული ვაშლის წვენი) და სხვ., რომლებიც შეფუთვაში მუყაოს, პეტისა და შუშის იწარმოება. ევროპელ პარტნიორებთან ერთად დაგეგმილია ცნობილი საერთაშორისო ბრენდების ჩამოსხმა, რომლებიც საექსპორტოდ იქნება განკუთვნილი.

პროექტის ღირებულებაა 30 მილიონი ევრო. ახალი საწარმო 2016 წელს ამოქმედდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge