png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

  • სამართალი
  • 13.07.2017
  • 12:39
ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეში სასამართლომ განაჩენი გამოიტანა.

ზაურ დადაევს, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა ნემცოვის მკვლელობაში დამნაშავედ აღიარეს, 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მაშინ როდესაც პროკურატურა სამუდამო პატიმრობას ითხოვდა.

ამის გარდა, მოსამართლემ მას ლეიტენანტის წოდება ჩამოართვა და 100 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა.

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტით, დადაევი დამნაშავედ ცნეს იმაში, რომ მან 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში მოსკვორეცკის ხიდზე ნემცოვს 6-ჯერ ესროლა, რის შედეგადც ოპოზიციონერი გარდაიცვალა.

ოფიციალური ვერსიით, ნემცოვი რელიგიური სიძულვილის საფუძველზე მოკლეს.

გამოძიება დანაშაულის ორგანიზატორად და დამკვეთად ბატალიონ „სევერის“ ოფიცერს რუსლან მუხუდინოვს მიიჩნევს, რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ნემცოვის ნათესავები მიიჩნევენ, რომ მუხუდინოვს, რომელიც ფაქტობრივად  ბატალიონის მეთაურის მოდგილის რუსლან გერემეევის მძღოლად მუშაობდა,  დანაშაულის ორგანიზება არ შეეძლო.  

ისინი მოითხოვენ მკვლელობაში გერემეევის მონაწილეობის გამოძიებას. თუმცა გამოძიებას ის არ დაუკითხავს, რადგან მასალებშე არ ფიგურირებდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge