png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სასამართლომ 0,00009 გრამ "კრაკადილზე" პატიმრობა არაკონსტიტუციურად ცნო

  • სამართალი
  • 13.07.2017
  • 14:46
 სასამართლომ 0,00009 გრამ "კრაკადილზე" პატიმრობა არაკონსტიტუციურად ცნო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 0,00009 გრამ "კრაკადილზე" პატიმრობა არაკონსტიტუციურად ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას სასამართლო ავრცელებს:

,,2017 წლის 13 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი  საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №696) და ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. 

მოსარჩელის განმარტებით, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესება 0,00009 გრამი დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის წარმოადგენდა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს. მისი აზრით, 0,00009 გრამი დეზომორფინი არ აჩენდა მოხმარების ან/და გასაღების რისკებს, მაშასადამე, არ არსებობდა ასეთი ქმედებისგან საზოგადოების დაცვის ლეგიტიმური ინტერესი.

მოპასუხე მხარის პოზიციით, დეზომორფინი იწვევს სხვადასხვა სახის მძიმე დაავადებებს და წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უაღრესად საშიშ ნარკოტიკულ საშუალებას. მისი დამზადება შესაძლებელია კუსტარული წესით იაფი და ადვილად ხელმისაწვდომი მასალისგან, რაც კიდევ უფრო ზრდის მისგან მომდინარე რისკებს. დეზომორფინის მცირე, მიკროსკოპული ოდენობის აღმოჩენაც ადასტურებს დეზომორფინის დამზადებისა და შენახვის ფაქტს. ამიტომ კანონმდებელი სჯის იმ ქმედებას, რაც დეზომორფინის მოხმარებამდე განხორციელდა. 

საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის შეფასებისას მხედველობაში მიიღო აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებით გამოწვეული საზოგადოებრივი საფრთხეები და დაადგინა, რომ 0,00009 გრამი დეზომორფინი გამოუსადეგარია მოსახმარად. ასეთი მცირე ოდენობის დეზომორფინის დამზადება, შეძენა ან/და შენახვა არ არის საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელი, რადგან არ შეიცავს მისი მოხმარების ან/და გასაღების რისკებს. მეტიც, 0,00009 გრამი დეზომორფინის დამზადება, მისი დამამზადებლის მხრიდან წარმოადგენს ალოგიკურ და უმიზნო ქმედებას. შესაძლოა, ზემოხსენებული ოდენობის დეზომორფინის კვალი ამა თუ იმ საგანზე მიუთითებდეს პირის მიერ დასახელებული ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობით დამზადების, შეძენის ან შენახვის ფაქტზე, რომელიც გამოსადეგია მოსახმარად, თუმცა, ცალკე აღებული 0,00009 გრამი დეზომორფინის დამზადების, შეძენის ან/და შენახვის ფაქტი თავისთავად არ შეიცავს ისეთ საფრთხეებს, რომლებიც გაამართლებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრებას.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს და დააკმაყოფილა N696 კონსტიტუციური სარჩელი.

გადაწყვეტილებას თან ერთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი, სადაც მოსამართლე მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად უნდა ეცნო დეზომორფინის არა მხოლოდ 0,00009 გრამის ოდენობით დამზადება, შეძენა და შენახვა, არამედ ნებისმიერი იმ ოდენობით, რომელიც გამოუსადეგარია მოსახმარად“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge