png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბათუმს ახალი ელექტრო ავტობუსები მოემსახურება

  • ეკონომიკა
  • 13.07.2017
  • 17:24
 ბათუმს ახალი ელექტრო ავტობუსები მოემსახურება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასესხო და საგრანტო ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო.

შეთანხმებას ხელი ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და იბიარდის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

შეთანხმების თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, ბათუმს ახალი ავტობუსები მოემსახურება, რაც ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებასა და მოდერნიზებას შეუწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში ევრობანკს პირველად შემოჰყავს საკუთარი საქმიანობის ქვეყანაში ელექტრო ავტობუსები მუნიციპალური ტრანსპორტის სექტორში.

პროექტი ხორციელდება ევრობანკის მიერ მართული მრავალდონორიანი აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობის და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდის (E5P) ფარგლებში. დამსწრე საზოგადოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხელი მოეწერა შეთანხმებას, რის შედეგადაც ბათუმის საქალაქო -სატრანსპორტო პარკს 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსი შეემატება.

„მოგეხსენებათ, გაეროს მხარდაჭერით ბათუმში ხორციელდება პროექტი „მწვანე ქალაქები“, დღეს კი ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ ჩვენი ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებისა და ევროპული სერვისების დანერგვისათვის კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი პროექტი დაიგეგმა“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

ევრობანკმა საქართველოს 5.5 მილიონი ევროს ოდენობის სესხი, ხოლო E5P-მ 1.5 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო, რის შედეგადაც ბათუმს 10 ელექტრო და 20 ახალი ევრო 5 სტანდარტის ავტობუსი მოემსახურება. პროექტი მიმდინარეობს ევრობანკის მწვანე ქალაქების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალურ სექტორში „მწვანე“ კაპიტალდაბანდების წახალისებას.

ბათუმის ავტობუსების პროექტის ფარგლებში ევრობანკი ასევე გამოყოფს 0.8 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას ტექნიკური მხარდაჭერის საკითხებში. ეს ევრობანკის რიგით მეორე პროექტია, რომელიც ბათუმის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზებას უწყობს ხელს. E5P ხელს უწყობს საქართველოს გააუმჯობესოს ენერგო ეფექტურობა, ენერგო უსაფრთხოება და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა.

ფონდი, ასევე, მხარს უჭერს დარგობრივი პოლიტიკის სფეროში წარმოებულ დიალოგს. E5P მიზნად ისახავს აღმოსავლეთი პარტნიორობის რეგიონში გრანტების საშუალებით კაპიტალდაბანდებების წახალისებას ისეთ პროექტებში, როგორიცაა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია, მყარი ნარჩენების მართვა, გარე განათება, ადგილობრივი ტრანსპორტი და ენერგო ეფექტურობა საჯარო შენობებში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge