სალვადორ დალის ცხედარს ექსჰუმაცია 20 ივლისს ჩაუტარდება
- მსოფლიო
- 14.07.2017
- 11:46
60 წლის ესპანელი პილარ აბელი თავს ცნობილი მხატვრის სალვადორ დალის შვილად მიიჩნევს. მან თავისი სიმართლის დასამტკიცებლად მადრიდის სასამართლოს დნმ-ის ანალიზის გაკეთების თხოვნით მიმართა.
ცნობილი გახდა სალვადორ დალის ცხედრის ექსჰუმაციის თარიღი. El Punt Avui-ის ცნობით, მხატვრის ცხედარს სასამართლოს გადაწყვეტილებით 20 ივლისს ამოასვენებენ. სიურეალისტის ნეშთი ქალაქ ფიგერასის თეატრ-მუზეუმში განისვენებს.
თუ პილარსა და სალვადორ დალის შორის ნათესაური კავშირი დადასტურდა, მას მხატვრის მემკვიდრეობის ნაწილზე პრეტენზიის უფლება ექნება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200