png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

თბილისი სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმს მასპინძლობს

  • პოლიტიკა
  • 14.07.2017
  • 17:08
თბილისი სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმს მასპინძლობს

დღეს საქართველოს პარლამენტში სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი დაიწყო.

 „ანტი-დემოკრატიული და ანტი-დასავლური პროპაგანდა სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში“ - ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემაა. ფორუმის მონაწილეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, ნიდერლანდებიდან და დიდი ბრიტანეთიდან განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა დეზინფორმაციის გამოყენება ანტი-დემოკრატიული და ანტი-დასავლური პროპაგანდის მიზნებისთვის. „ფორუმი ორ ძირითად თემას ეძღვნება.

პირველი დღის თემა არის ანტიდემოკრატიული პროპაგანდა ჩვენს რეგიონში. ხოლო მეორე დღე უკვე ეძღვნება იმ ციფრულ ტექნოლოგიებს რომლებიც ეხმარება პოლიტიკურ პარტიებს მთავრობებს და პარლამენტს საკუთარი დემოკრატიული ეფექტურობის გაზრდის საქმეში“, - აცხადებს ნიმდ-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისის დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ.

 ახალგაზრდა პოლიტიკოსები ერთმანეთს გაუზიარებენ ამ გამოწვევებთან ბრძოლის გამოცდილებას და სტრატეგიებს. ხვალ დილის 10 საათიდან ფორუმის მონაწილეები განიხილავენ ციფრული საშუალებების როლს ანტი-დემოკრატიულ პროპაგანდასთან ბრძოლაში და იმსჯელებენ იმაზე თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, უკრაინის და ევროკავშირის მხრიდან ანტი-დემოკრატიულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან საბრძოლველად.

 სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი არის პოლიტიკური დებატების მნიშვნელოვანი პლატფორმა რეგიონის მომავალი გადაწყვეტილების მიმღებთათვის.

მისი მიზანი არის პოლიტიკოსთა შესაძლებლობების გაზრდა დემოკრატიის განვითარებისთვის, ასევე დიალოგის ხელშეწყობა და გაოცდილების გაზიარებაა. ფორუმის ორგანიზატორი ნიმდ-ის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისია. ღონისძიება ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობის და უსაფრთხოების ფონდის მხარაჭერით. ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი თბილისში უკვე მეხუთედ იმართება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge