ბათუმის დაგვა-დასუფთავების სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
- საზოგადოება
- 17.07.2017
- 11:58
შპს ,,სანდასუფთავების“ მიერ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ბათუმის დაგვა-დასუფთავებისა და ქუჩების მორწყვის სამუშაოები. დასუფთავების სამსახურის მობილური ჯგუფები სამუშაოებს დილის 05:00 საათიდან გვიან ღამემდე ახორციელებენ.
რაც შეეხება სანაპირო ზოლის დასუფთავებას, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით დღეში 2-ჯერ ხორციელდება, საჭიროების შემთხვევაში კი დასუფთავების სამსახურის მობილური ჯგუფები დამატებით სამუშაოებს განახორციელებენ.
ასევე, რეგულარულად მიმდინარეობს სანაგვე ურნებიდან ნაგვის გატანის სამუშაობი, რაც 24 საათის განმავლობაში, გრაფიკის შესაბამისად, 4-ჯერ ხორციელდება.
ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას ნუ გადაყრიან სანაგვე ურნებში სამშენებლო ნარჩენებსა და ცეცხლმოკიდებულ ნივთებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200