png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ვახუშტის ხიდთან 600 ნერგი და ფილარმონიასთან 6 ზრდასრული ხე დაირგო

  • საზოგადოება
  • 09.11.2015
  • 10:06
ვახუშტის ხიდთან 600 ნერგი და ფილარმონიასთან 6 ზრდასრული ხე დაირგო

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის მიმდებარედ, ფოთლოვანი და წიწვოვანი 600 ნერგი, მელიქიშვილის გამზირზე, ფილარმონიასთან კი ნეკერჩხლისა და ჭადრის 6 ზრდასრული ხე-მცენარე დაირგო.

ურბანული გამწვანების ფარგლებში გამართულ აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო სულხანიშვილმა მიიღეს.

 "აქტიურ ფაზაში შევიდა გამწვანების ღონისძიებები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში. ამ ეტაპზე აქცენტი აღებულია ქალაქის ისეთ ადგილებზე, სადაც ცარიელი სივრცეებია. რაიონული გამგეობების ჩართულობით, ხეები ასევე დაირგვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ეზოებში. გარდა ამისა, გამწვანდება თბილისის შემოგარენში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიები.  დეკემბრის შუა რიცხვებამდე ინტენისურად ვიმუშავებთ და, ქალაქის მასშტაბით, 313 000 ხეს დავრგავთ",-განაცხადა დავით ნარმანიამ.

საშემოდგომო გამწვანების სამუშაოები, რომელიც დედაქალაქში მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო, ქალაქის ყველა რაიონში აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის შემოგარენის მასშტაბური განაშენიანების პარალელურად, ხორციელდება ურბანული გამწვანების სამუშაოები დედაქალაქის ქუჩებსა და სანაპიროებზე. აღნიშნული ნერგები კონტრაქტორმა კომპანიამ ორწლიანი მოვლა-პატრონობის პირობით დარგო. სეზონური გამწვანების ფარგლებში ქალაქში, ამ დროისათვის, უკვე დარგულია 120 ათასზე მეტი ნერგი.

საშემოდგომო რგვები დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და ქალაქის შემოგარენსა და შიდა ტერიტორიაზე სულ 313  000 ხე-მცენარე დაირგვება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge